Klubnikaa's Blog

მე განდიდების მანია არ მჭირს, ეს დიად ადამიანებს არ ახასიათებთ!! :*

მოგიკვდები :user: :cry: May 29, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 10:50 pm

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს…
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

 

life….. May 24, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 9:55 pm

http://www.vimeo.com/4798244

არაფერი .. 

 

Shprongle – Around the World in a Tea Daze May 23, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 7:38 pm

თენდება უკვე… თენდება ლამაზად, მაგრამ ნელა.

მე კიდე როგორ მინდა მალე გათენდეს,

ყველაფერს მივედ მოვედე,

ყველაფერმა დამღალა..

ბოლოს ტელეფონი ავიღე, ჯერ სოლიტერ, მერე რადიო.. სურათები..

ბოლოს ამ სიმღერას მივადექი,

ამ დილა უთენია იმხელა ენერგიას მაძლევს, არ ვიცი რატომ მაგრამ რომ ვუსმენ თავი ვამპირი მმგონია. ვამპირზე გამახსენდა ბეთჰოვენი

გუშინ ვუყურე ერთი ადამიანის რჩევით   copying beethoven

კარქი ფილმია, კარქი იმ მხრივ რომ კარგადაა წარმოჩინებული ბეთჰოვენის ხასიათი .. პიროვნება .

არც მიკვირს ასეთი რთული და სასტიკი რომ იყო , ალბათ არ შეიძლება იყო აასეთი დიდი  და იყო ნორმალური … სტიქიასთან მიასოცირდება, თვითონ თავის თავის მუსიკით ..

ერთადერთი რაც არ მეყო ამ ფილმში იყო ის ქალი .. ბეთჰოვენს რომ უყვარსა.

დავფიქრდი იმაზე , როგორია სიყვარული რომელიც ანგრევს, ანადგურებს, აბოროტებს,

მიმზიდველია ერთი შეხედვით დამანგრეველი გრძნობები,..

ყველაფერი ლამაზია რაც ემოციასთანაა კავშირში ……

საიდან დავიწყე,

Shprongle….  რა შუაშია ეს მიმდინარეობა ..

და კონკრეტულად ეს სიმღერა ჩემთან არ ვიცი

მაააგრამ ძალიან ჩემია ..

ამ ბოლო დროს საიდან ვიწყებ და სად ვამტავრებ არ ვიცი ….

არეული ვარ ..

ვეღარ ვაკონტროლებ გრძნობებს , ემოციებს,

მჭირდება რაღაც

მაგრამ

რა ვერ ვხვდები :yes:

სიმყუდროვე მინდა..

მუსიკა დაბალ ხმაზე.

…….

მგონი ძაღლი მინდა..

პატარა

საყვარელი ლეკვი
: )

აი ახლას საიდან დავიწყე და სად მივდივარ …

ვსოოო……

 

ეგოისტი ვარ …. :user: May 20, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 8:40 pm

araferi ))

 

hit me … May 18, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 10:08 pm

რომ წაიქცევი…
მუხლებიდან სისხლი რომ მოგდის,
ცხვირიდანაც…. ხელის გულები სულ სისხლიანი რომ გაქვს და
რო დაგადგებიან თავზე ..რომ დაგცინიანი და კიდე რომ გირტყამენ რომ კიდე უფრო გეტკინოს..
და რომ გიხსნიან თან .. ასე ჯობია შენთვის ასე უკეთესიაოო….
აი მასე ვარ ზუსტად..

დაუნდობლად მთელავენ .. და იმის ცოტაოდენი ძალაც კი აღარ მაქვს გავუმკლავდე მტერს.
სისულელეების კეთებაში მხდება ეს დღეებია სული.
ამდენი იდიოტობა არასოდეს მიქნია..

აჰა ხლხო ..

უსუსური
უმწერო
პატარა ბავშვივით ვარ
წაქცეული..
მირტყით….

დაუნდობლად….

მალე წამოვდგები მაინც… :)
არაუშავს .
ხდება ხოლმე.
ხოდა
სანამ ასე ვარ ბოლომდე დამცაგრეთ …გაიხარეთ :)
ლოლ
______________________________________

 

Tbilisi *Open Air* May 17, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 11:45 pm

საშინელებაა..
სულ რაღაც 6 დღის წინ ვიკექით
და
ვგეგმავდით სად როდის რატომ
როგორ და ვისთან ერთად
უნდა წავსულიყავით
იპოდრომზე
..
და
რა უნდა გვეკეთებინა
:*

არ გამოგვივიდა. ყველაფერი შეიცვალა.
გამიტყდა იქ რომ აღმოვჩნდი.

მონაწილეების სრული სია

May 15 – Old Tbilisi
Play Paranoid (Georgia)
Smile (Georgia)
Brooklyn (France)
The traveling band (UK)
Cheese People (Russia)
The Black and Reds (UK)
Transglobal Underground (UK)

May 16 – Hippodrome

Qeti Orjonikidze (Georgia)
ANDY (Poland)
Curry and Coco (France)
Laki Lan (Poland)
The Haggis Horns (UK)
Motel Connections (Italy)
Jazzanova live feat. Paul Randolph (Germany)
The Dhol Foundation (UK)

May 17 – Hippodrome

String (Georgia)
Rook and the ravens (UK)
Dubstepler (Ukraine)
Cynic Guru (Iceland)
The Blue Van (Denmark)
10 Bears (UK)
3G (Georgia)
Plump DJs (UK)
the-travelling-band

და კიდევ გამორჩათ სიაში მიხეილ სააკაშვილი
რომელიც სიტყვით გამოვიდა თუ არა აღარ მახსოვს.
:(

ვაიმეჰ…
სა საშინელებაა ამდენი ადამიანი რომ დაგცინის..
უნდა ადგე
ან წახვიდე ან რავი რა..

რამმდენი ვიარე დღეს
..
ძალიან ბევრი … უაზროდ.
ტკივილი არ გამდის..
ხო
ვიცი
ყველაფერი გავლადია….
დროებითი..
მაგრამ გულში ისე დამრჩაა..

მაგრამ რათ გინდა.
თუ განიცადე ესეიგი პუბლიკაზე მოთამაშე ხარ .. ნუ არც გამკვირვებია ეს სიტყვები
მიჩვეულები არიან ერთმანეთისგან ასეთ საქციელს.
იქცევიან იმისდამიხედვიტ თუ რას იფიქრებს მასზე ხალხი
და რა თქმა უნდა ფეხებზე კიდია თ სხვისი აზრი რომ კითხოთ

ვაიჰ..
რატომ?
საიდან ამდენი აგრესია.
:)
და
აი
ის
მართლა ვერ გავიგე
პაკაზუხაო..
მე??
პაკაზუხა?
რატომ
საიდან?

კაით …
გაგიცანით საკმაოდ იმისთვის
რომ
ვერ გიტანდეთ
მძულდეთ.
:)
და რაც მთავარია მეკიდოთ.

kjh

 

Fuck All ……..და პირველ რიგში შენ May 15, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 1:23 am

ნერვები მეშლება რაა..
ძალიან მეშლება ნერვები
და
ეხლა
რომ
არ დამეწერა რომ ნერვები
მეშლება
უფრო მომეშლებოდა
ნერვები
ხოდა
გაიგეთ
რომ
ძალიან მიშლით
ნერვებს…
ახალი ხალხი მესაჭიროება იმისთვის რომ გამოვიდე ამ სტრესიდან
ან
ისინი
ვინც
დიდი ხანია
არ მინახია..
და მომენატრნენ..
არა უფრო ახლები
:(
რა თქმა უდნა
არ ვგულისხმობ
ჩემს
ახალ
ხისთავიან
ჯგუფელებს..
რას ვერჩი მაგრამ
მაინც..
ნუ რა ვქნა მაღიზიანებს
უაზროდ გრძელი
გულის ამრევი ფრჩხილები..
რაღაც სასწაული სიმაღლის ქუსლები..
მანქანის გასაღები სახეში რტყმა..
მაღიზიანებს და რა ვქნა რაააა
:(
ერთი კვირის წინ ამ დღეს
ანუ უკვე გუშინ
ანუ 5შაბათს
ისეთი კაი იყოო..
მის კურტკაში გახვეული…
სეხე სახესთან ახლოს..
წვიმა..
კოკისპირული წვიმა
:(

უუუუუუუუუუუუუუუუუუუუუხხხხხხხხხხხხხხხხხხ

აი არ ვიცი რააააააააააააააააააა

ვიბოღმები..
იმ ხისთავიანზე ხომ საერრთოდ რა…
წავედი რამეს ვუყურო
:(
:*

1c503071174a782701f8146cc643b7eb

 

Never take life seriously… Nobody gets out alive anyway!!!!!!!!!! May 14, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 9:40 pm

ყველა სიყვარულის ისტორია ერთნაირად არ მთავრდება…
ზოგისთვის სიყვარული ყველაფერია,
რომლისთვისაც თავს გაწირავს…
ზოგისთვის უბრალო თამაშია…ახირება…..
ზოგისთვის მწარე გაკვეთილი…
ზოგისთვის ბედნიერება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება და სიკვდილის შემდეგაც ცოცხლობს!….
მე ბედნიერი ვარ, რადგან მიყვარს!…
რატომღაც ბედმა ასე გადაწყვიტა, რომ ეს გრძნობა სიცოცხლეში მარტოს მეტარებინა,
მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიკვდილის შემდეგ ამ სიყვარულთან მარტო აღარ ვიქნები!….

1138375661_turesabuse

_______________________________________________________________________________
მტკივა სხეული ….
მტკივა მუხლები….
მტკივა ხელები…
მტკივა ტუჩები…
მტკივა სამყარო…
სიცოცხლე მტკივა…
და ამ ყველაფერს სულ შენთვის ვიტან…
სული მტკივა…

post-25-1202257500

_______________________________________________________________________________________
”ამ ქვეყნად მოსვლა , სხვა თუ არა მარტო იმიტომ ღირდა რომ შენთვის ერთხელ მაინც მეთქვა მიყვარხარ”
_______________________________________________________________________________________

უწმინდურ ქარებს მე არ ვთხოვ შველას,
მოვარდნილ გრძნობებს დავმარხავ გულში,
სამკვდროდ განწირულ საცოდავ ალერსს,
ცხოვრები ბოლოს მარტო დავკრძალავ,

არავის უნდა შენი ცრემლები, მათი უმწიკვლო სახე ღაღადებს,
მათ უნდათ შენი წამების დათვლა და
სამარეში მუქი ფერები.
________________________________–
არ მინდა გრძნობდე რასაც ეხლა ვგრძნობ,
უბრალოდ მინდა ჩემი გესმოდეს,
სადმე მინდორში ან ზღვის ნაპირას
ალიონს მინდა ერთად ვხვდებოდეთ.
________________________________

ყოველი დილა თენდება შენით,
ჩემი საღამოც შენიტ მთავრდება,
ვერასდროს გეტყვი ამ სიტყვებს ჩემით
და ეს არასდროს არ დამთავრდება!!!!

_______________________________________

ოდესმე ალბათ ჩემსას გაიგებ,
მიხვდები ჩემში რატომ ვკლავ გრძნობებს,
სადმე შორს წავალ, ალისფერ სევდას
გავატან შენთვის სანატრელ წუთებს
_________________________________
:(

გოგონააა ქარშიიიიიიიიი
თავსხმა წვიმაშიიიიიიიი…..
იჯდა და ჩუმად
ტიროდა…….

ისტორიას დარჩება ჩვენი შეხებაა….
ისტორიაას დარჩება ჩვენი ხმა…..

ვისაც რა უნდა ის დაარქვას ჩვენს წარსულს.
ჩვენს მომავალს,
ჩვენს აწმყოს….
გრძელდება ყველაფერი..
ასე იქნება ყოველთვის
__________________________

უშნო ფერებში ჩაფლულ თბილისში…..
დიან დღეები
უგემური, ბილწი და მჟავე
ეკლიან უღლის
და სირცხვილის მე ვარ მზიდველი ,
კისრიდან სისხლი გამთქრიალებს,
ის არის შავი…..
არ შეიძლება ჩემი სისხლი წითელი იყოს…

უშნო ფერებში ჩაფლულ თბილისში..
სუნთქვა ძნელია….
მეზარება…
Red_Hatted_Wanker_by_debonair_love
____________________________________

ხელშეუხებელი ველური ძალა დაუძლეველი გრძნობების წინააღმდეგ გამოდის ბრძოლის ველზე და სისხლის ბოლო წვეტამდე იბრძვის…
ხან დაუძლეველი გრძნობა იმარჯვებს ..
ხანაც სიყვარული..
_________________________________________

რობიზონ კრუზოს იმ საშინელ კუნძულზე
სადაც სამუდამოდ
გაიჭედა ,
რომ
ჰქონოდა ფული ან ტომარა
ოქრო,
სავარაუდოდ თავს მოიკლავდა
:(
_________________________
ხანდახან ფერად ოცნებაში შავ-თეთრი სინამდვილე შეიმოიჭრება ხოლმე და უღმერთოდ ანადგურებს ყველაფერს….
მაგრამ შავ-თეთრი სურათი ხომ ყოველთვის უფრო ლამაზი, საყვარელი და მიმზიდველია ვიდრე ფერადი ?!
______________________________________________________________________________________

მე შენს სიყვარულს ჩამოვეკიდე.
გამარჯვებული, გალაღებული
მიყვარხარ კიდევ!

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ვინ დააწყნარებს მეტეხის მორევს?
ვინ შეაჩერებს ლექსს ნიავქარულს?
მტკვარში ცოცხალ თევზს ვერვინ გამოლევს,
გულში – სიყვარულს.

და თუ ხანდახან ფშატის ხესავით
ვერცხლის ჭაღარას მეც შევერევი, -
გწამდეს, შენს თვალებს დაუკვნესავი
ვერ შეველევი.

დავბერდი? არა! ლექსების ფერებს
დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,
ნამდვილს სიყვარულს რა დააბერებს,
სულზე უტკბესო!

ახლა მარტო ვარ უშენობით განაწამები
ვით საუკუნე გაივლიან ისე წამები
არ გელოდები სინანულით მივსტირი მხოლოდ
გულში დარჩენილ სიყვარულის მტკივნეულ ბოლოს!..

post121197043625fc8

 

“КАРМАННЫЙ СПРАВОЧНИК МЕССИИ” :S May 13, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 11:17 pm

Нет на свете более пленительной, и светлой, и грустной книги, чем “Иллюзии” Ричарда Баха. “Что, если бы пришел кто-то, кто смог бы научить меня, как действует мой мир и как им управлять?

• რეალობას არაფერი აქვს საერთო იმასთან რასაც შენ ხედავ, შენი ვიწრო თვალთახედვით.
რეალობა – ეს სიყვარულის გამოვლინებაა. სრულქმნილი სუფთა სიყვარული, რომელიც არ ეხება სივრცესა და დროს!

• ყოველი ადამიანი და ყველა მოვლენა შენს ცხოვრებაში ჩნდება იმიტომ, რომ თვითონ მოიხმე ის.
რის გაკეთებას აირჩევ მათთან – შენი გადასაწყვეტია.

• შეუძლია კი სინამდვილეში კილომეტრებს დააშოროს ხალხი? თუ შენ გინდა იყო იმასთან, ვინც გიყვარს, ნუთუ თქვენ უკვე ერთად არა ხართ?

• დაივიწყე რწმენა. შენ არ გჭირდება რწმენა, იმისათვის რომ იფრინო. შენ უნდა შეიმეცნო გაფრენა.

• შენთვის არასოდის მოუციათ სურვილი, რომელსაც თან არ ახლდა ძალა მის განსახორციელებლად.
მართალია, ამის ხათრით შრომაცაა საჭირო.

• სიძულვილი – ეს არის სიყვარული მინუს ნიშნით. ნუთუ ღირს კვებო ის ტყუილით, დაანაწევრო (დაშალო) და დაანგრიო შენი თავი, თუ ჭეშმარიტება არის იმაში, რომ თქვენ – ერთნი ხართ?

• არცერთ ადამიანს არ ძალუძს მოიმოქმედოს მისი რაობის საწინააღმდეგო რაიმე.

• თუ გიყვარს ვიღაც ჭეშმარიტად, შენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის ის და რას საქმიანობს.

• ისწავლო – იგივეა, აღმოაჩინო ის რაც შენ იცი
აკეთო – იგივეა აკეთო ის რაც შენ იცი.
ასწავლო სხვებს – იგივეა გაახსენო მათ, ის რაც მათ იციან –ისევე როგორც შენ.
ყველანი თქვენ სწავლობთ, მუშაობთ, ასწავლით

• სხეულის სიკვდილი, სხეულთან განშორებაა – გახსოვდეს!
– ისეთივე სიზმარია, როგორც ცხოვრება მასში.

• ყველაზე ბედნიერი და იღბლიანი ადამიანები ერთხელ მაინც დაფიქრებულან თვითმკვლელობაზე და უარყვიათ ის

• შენ თავისუფალი ხარ შექმნა და პატივი სცე ნებისმიერ წარსულს, რომელსაც შენ ამოირჩევ, რომ განკურნო და გარდაქმნა საკუთარი მომავალი.

• არის მწვერვალები, რომლებზეც ასვლის შემდეგ შენ აღარ ეშვები ქვევით, არამედ გაშლი ფრთებს და მიფრინავ ზევით.

• შენ ქმნი შენს საკუთარ სამყაროს – მშვიდს თუ მშოფოთვარეს, იმის მიხედვით თუ რა გინდა შენ.
შეგიძლია ქაოსში მოიპოვო სიმშვიდე ან შეგიძლია იყო უბედური სამოთხეში.
ყოველივე ეს არის მხოლოდ შენი სულის განსხეულების ფორმა

• უმარტივესი კითხვები – ყველაზე ღრმაა.
სად დაიბადე? სად არის შენი სახლი? სად მიდიხარ? რას აკეთებ?
დრო და დრო იფიქრე ამაზე და დააკვირდი პასუხებს – ისინი იცვლებიან.

• რატომ გგონია, რომ შენ უცნაური და სხვანაერი ხარ, მარტოსული და მიუსაფარი
თუ მიზეზი მხოლოდ იმაშია, რომ შენ ჯერ არ შეხვედრილხარ შენს მეორე ნახევარს

• თუ ღმერთი ჩაგხედავდა თვალებში და გეტყოდა: – გიბრძანებ, რომ იყო ბედნიერი, სანამ ცოცხლობ ამ ქვეყნად.
რას იზამდი?

• იპოვე უდიდესი მასწავლებლები – დაუსვი ურთულესი კითხვები. ისინი არასოდეს არ იტყვიან: “ისწავლე ფილოსოფია” ან “დაიცავი დისერტაცია”
ისინი იტყვიან: “შენ უკვე იცი”.

f256cf8f6eeb

” რა უბედურიც არ უნდა ვიყო და რაც უნდა ხშირად ვიგრზნო, რომ ეს ასეა..სადღაც ჩემში მუდამ ცოცხლობს ჩუმი..ფაქიზი ჰარმონია…მშვიიდი მუსიკა…”

” განა ცოდვაა ვინმე რომ გიყვარს? ან ის რომ გინდა ვინმეს უყვრდე? განა ცოდვაა სიცოცხლე რომ უსიყვარულოდ არ შეგიძლია? მე კი სწორედ ასეთ სიცოცხლეს ჩავთვლიდი ცოდვად”

ადამიანს სულში ცეცხლი უგიზგიზებს, მაგრამ არავის, არავის სურს, მასთან გათფეს….
გამვლელები საკვამურიდან ამოსული კვამლის გარდა ვერას ამჩნევენ დ კვლავ თავის გზას მიჰყვებიან…..

VStock_Crazy_Laugh_02

გაგონილს ნუ დაიჯერებ
ნუ დაიჯერებ ნურაფერს, თუნდაც მრავალი თაობის მიერ გადმოცემულს
ნუ დაიჯერებ მაშინაც კი, თუ ამის შესახებ ყველა ლაპარაკობს
ნუ დაიჯერებ თუნდაც წმინდა წერილში ეწეროს ის.

ნუ დაუჯერებ მასწავლებლის ავტორიტეტს და ნუ ირწმუნებ უფროსის, ან ბრძენის ნათქვამს.

დაიჯერე მხოლოდ გულმოდგინედ დაკვირვების შემდეგ, და თუ დარწმუნდები რომ ის, რასაც ხედავ, საყოველთაო სარგებლობის მომტანია, მხოლოდ ამის შემდეგ გაიხადე ის ჭეშმარიტებად და მიიღე შენი ცხოვრების გზად. ‘
ბუდა

post-59-1165833299

არ დამტოვო გეხვეწები
დარჩი რა
ჩემთან
:(
მეტკინე

და სულ ტკივილად დარჩები ჩემში..

ჰუჰ

:(
:(

 

ემოციების სასაკლაო :S May 13, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 6:44 pm

:user:
ახლა უნდა ავიყვანო თავი ხელში.. ახლა უნდა მოვიდე ჭკუაზე…
დავანებო ყველაფერ საშინელებაზე ფიქრს თავი..
ახლა მეორე საშინელება აკლდა
ამ ყველაფერს.
კიდევ კარგი გადარჩა. კიდევ კარგი დროზე მიუსწრეს …
სულელი…
:(
რატოომმ უბრალოდ თორე კი..
მეც ძალიან მომბეზრდა ცხოვრება
ძალიან
უაზროდ მომბეზრდა..
საშინელებაა… თან ამდენი შეუგნებელი ადამიანის გარემოცვაში..
ჩემი
უბრალო
პირველ რიგში უდიდესი მეგობრული სიყვარული
აატრიელეს
დაატრიალეს.
წიხლები ურტყეს..
კუდი გამოაბეს..
არ იყო ის ადამიანი ჩემთვის უბრალო კაპრიზი, ან გართობა..
არც ახირება იყო.
უბრალოდ კარგად ვგრძნობდი მასთან თავს.
არავისთან არაფერი ვალი არ გვაქვს ჩვენო.. უბრალოდ ბედნიერება მინდაო სულ ამას ამბობდა.
არ მინდა ვინმემ რამე ცუდად იფიქროს. მაგრამ იმდენია ვინც ამას ვერ მიხვდებბა.
არავინ განიცდის.
ყველას ფეხებზე კიდია.
ჟრიამულობენ, იცინიან, მხიარულობენ..
მე კიდევ გული მიკვდება
რომ
ისიც ჩვენთან ერთად არაა

“ძლიერო ღმერთო რად გამაჩინე, მე ხო სიცოცხლე არ მითხოვია”
მართლა აღარ მინდა სიცოცხლე..
ამოვიდა ამდენი უბედურება ყელში.
ამდენი ნერვიულობა ამდენი განცდა
ამდენი ცილისწამებაა
:(
ვეღარ ვუძლებ

f81ae096a1ce

დეკორაცია იცვლებოდა, შუქი ქრებოდა,
დადგმული დრამის დრამატული წუთი დგებოდა,
მთავარი გმირი სიყვარულის გამო კვდებოდა,
დარბაზში ტაში გრიალებდა, აღარ წყდებოდა.
და ყველა გმირის წამოდგომას ელოდებოდა
მაყურებელი ფეხზე იდგა და ვერ ხვდებოდა,
რომ ცხოვრებაში ბოლო როლი თამაშდებოდა,
და რომ სცენაზე მსახიობი მართლა კვდებოდა

:user:
:cry:
“რატომ იბადებიან ადამიანები?
იმიტომ,რომ იცოდნენ,რამდენად უმჯობესი იქნებოდა სულ რომ არ დაბადებულიყვნენ”
გოეთე

მართლა არ მესმის რა საჭიროა ეს სიცოცხლე.. ამდენი ტკივილი :(
ახლა მითუმეტეს
როდესაც დავინახე როგორ კიდიათ ადამიანებს ერთმანეთი ფეხებზე..
როგორი არაფრისმომტანია ყველაფერი ..
ყველაფეი მოკვდა ჩემთვის..გაიყინა ყველა ადამიანური ინსტიქტი.
მართლა რქებით უნდა ეჯაჯგურო ამ ცხოვებას და შეიძლება რაიმე გამოგივიდეს.
აღარაფერს აქვს აზრი ..
არც გრძნობებს,
არც სიყვარულს,
არც სახელს, დიდებას,
არც ფულს,
არც ძალაუფლებას,
ეს ყველაფერი მოკვდავი.. უგუnური ადამიანის მოგონილია.

282dd6bdf4ad

დამთავრდა
ყველანაირე კეთილშობილური იდიოტობები.. ახლა მხოლოდ ჯიქურ გავაგრძელებ ცხოვრებას,
არავის არაფერი უნდა დაუთმო..
ერთი ბოლო
უკან დახევ იქნება და მორჩა
მოკლეთ
ძალიან
მეტკინე..
უზომოდ..

ხო კიდევ..

“ერთნი რომ კვდებოდნენ და მეორენი არა, სიკვდილი მეტად სამწუხარო რამ იქნებოდა”
რენე დესკარტი.

ყველა მოვკვდებით .. რაც შეიძლება მალე..
:user:

 

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.