თოვლისფერ //
ამღვრეულ თვალებს, სისხლიანი გრძნობით დაღლილი
თოვლისფერ ფარდას შემოახვევს ცივი ზამთარი/
სუსხიან გრძნობებს, სიცივით და ყინვით გამთბარი
ახმურდება ჩუმი, უხმო, ბილწი ალქაჯი/
ჩაძირავს უხმო, უსუსური მჟავე დღეები,
უგემურ აზრთა, უსასრულო დროის მორევში.
კვამლში აბლანდავს თოვლისფერ თვალებს,
წვიმისფერ ხმებში, ახლართავს თმებში…
გათენებამდე მოუყვება თოვლისფერ ზღაპარს.
არეულ ხმებში .
