ჴჴჴჴჴჴჴჴჴ
შინდისფერ ლაქებს
თითის გულებზე,
შეფერადებულ..
ფიქრის ღრუბლებზე,
ემოციების, უკიდეგანო ზღვათა კიდეზე
და არაფერი !! არაფრისმომცემ ცხოვრების გასწვრივ,
პარალელურად აღარაფერი.
აღარაფერში სულისკვეთება,
ჩაკლული სისხლით გაჭღენთილ ქართა,
სიცარიელე აღარაფერში,
მუქი ფერების არმია, დასტა.
მოვა ზაფხული, გაფერადდება.
აღარაფერი დარჩება ზამთრად,
მოვა ზაფხული დაილექება,
ემოციებში ჩაძირულ ყავა D
ჵ)ჵ)ჵ)ჵ)ჵ)ჵ ჴ
არ მინდა ხალხებს დავარქვა ფერი,
ზოგი შავია, ზოგი კი თეთრი .
ჩემთვის ერთია, სულ ერთი, ერთი
ზოგი ბაცია, ზოგი კი ბნელი.
**************************
არ შემიძლია ჩავიღვარო მთლიანად ლექსში,
ხელის თითები მაიძულებენ ვეფერო სახე,
ხელის თითები, გაზაფხულის საოცარ ღამეს,
თბილი თითები ეხებიან, გაყინულ ბაგეს.
ჩემი თითები ცურაობენ არეულ თმებში ,
კისრის ალოკვას იწადიან, ჩქარობენ, მწვავენ
ცივი თითები მიღვიძებენ სხეულებს, ტანებს,
ხელის თითები მაიძულებენ, ვეფერო სახეს.
***************************
სიმარტოვეში ჩაძირულად ლურჯი ხეები,
შიგნიდან ყველა ემოცია გადმოდის გარეთ !!
სიცარიელის ასავსებად, ჩუმი ტყეები
სიმარტოვეში არეულან, ავსებენ ჰაერს .
0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)
******************************
(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0
![Dear John[2010][RUS][DVDRip].avi_003703536](http://klubnikaa.files.wordpress.com/2010/05/dear-john2010rusdvdrip-avi_003703536.jpg)