Klubnikaa's Blog

მე განდიდების მანია არ მჭირს, ეს დიად ადამიანებს არ ახასიათებთ!! :*

დავბრმავდები ივნისი 10, 2010

Filed under: უკატეგორიო — klubnikaa @ 11:18 AM

მე დავბრმავდები, შენზე ფიქრში დაღამებული ,
დავხუჭავ თვალებს, სამუდამო ფიქრის მორევად.
დავხატავ წამებს, ატირებულ სიძვის პოეტად
ვამღერებ ქარებს უსასრულო ჰანგის ნოტებად.
მე დავბრმავდები, შეგიყვარებ ხვევნის გოდებად,
რითმის სტროფებად მოგეხვევი ჩამქვრალ ოცნებას,
მე დაგპირდები უსასრულო გრძნობებს მოელავს
ბილწი გონება აუხდენელ ახალ ბოდებად .

 

რაღა – ცე – ები. მაისი 3, 2010

Filed under: უკატეგორიო — klubnikaa @ 12:13 PM

ჴჴჴჴჴჴჴჴჴ

შინდისფერ ლაქებს

თითის გულებზე,

შეფერადებულ..

ფიქრის ღრუბლებზე,

ემოციების, უკიდეგანო ზღვათა კიდეზე

და არაფერი !! არაფრისმომცემ ცხოვრების გასწვრივ,

პარალელურად აღარაფერი.

აღარაფერში სულისკვეთება,

ჩაკლული სისხლით გაჭღენთილ ქართა,

სიცარიელე აღარაფერში,

მუქი ფერების არმია, დასტა.

მოვა ზაფხული, გაფერადდება.

აღარაფერი დარჩება ზამთრად,

მოვა ზაფხული დაილექება,

ემოციებში ჩაძირულ ყავა D

ჵ)ჵ)ჵ)ჵ)ჵ)ჵ ჴ


არ მინდა ხალხებს დავარქვა ფერი,
ზოგი შავია, ზოგი კი თეთრი .
ჩემთვის ერთია, სულ ერთი, ერთი
ზოგი ბაცია, ზოგი კი ბნელი.

**************************


არ შემიძლია ჩავიღვარო მთლიანად ლექსში,

ხელის თითები მაიძულებენ ვეფერო სახე,

ხელის თითები, გაზაფხულის საოცარ ღამეს,

თბილი თითები ეხებიან, გაყინულ ბაგეს.

ჩემი თითები ცურაობენ არეულ თმებში ,

კისრის ალოკვას იწადიან, ჩქარობენ, მწვავენ

ცივი თითები მიღვიძებენ სხეულებს, ტანებს,

ხელის თითები მაიძულებენ, ვეფერო სახეს.


***************************


სიმარტოვეში ჩაძირულად ლურჯი ხეები,

შიგნიდან ყველა ემოცია გადმოდის გარეთ !!

სიცარიელის ასავსებად, ჩუმი ტყეები

სიმარტოვეში არეულან, ავსებენ ჰაერს .

0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)0)

******************************

(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0(0


 

: ) C აპრილი 28, 2010

Filed under: უკატეგორიო — klubnikaa @ 9:05 PM

მუსიკა..
დაბალი ხარისხის, უგემოვნო და მაინც ვუსმენ ..
წარსულს მახსენებს,
საათებს,
წუთებს,
წამებს..
სიტყვებს მახსენებს, ყველა სიტყვას რაც ოოდესმე
გაჟღერებულა, აქ ჩვენთან !!!
ხდება რაღაცეები რაც მახალისებს,
სტიმულს მაძლებს,
რაღაცეები არა … რაღაც ..

კონკრეტულად რაღაც ხდება.. არ ვიცი რატომ ხდები.
ასე მგონია ღმერთი შენი სახით ახალ განსაცდელს მიმზადებს.
და მეც ღიმილიანი სახით გეგებები..
არ ვიცი რატომ გაქვს ჩემთვის ამხელა მნიშვნელობა.
ასე არ ხდება ხოლმე.
ყველაფერთან გაკავშირებ ..
სუნთქვასთან , სიარულთან , მუსიკასთან , ნივთებთან …
ყველაფერში გხედავ ..
სულ გიჯერებ
:)

შენით ვაზროვნებ
:)
არ გცალია ხოლმე…
ან
ჩემთვის
არ გცალია ხოლმე..
მაგრამ სადაც ამდენს ვიტან
უშენობასაც გადავიტან ….
________________________

საკუთარ სუნთქვას ვგრძნობ ..
საკუთარ გულისცემას..
ჩემი სუნი მცემს..

არ მინდა კიდე უფრო შეგეჩვიო..
პირიქით
უნდა გადაგეჩვიო
ალბათ

 

დეკემბერი 18, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 9:20 PM

თოვლისფერ //

ამღვრეულ თვალებს, სისხლიანი გრძნობით დაღლილი

თოვლისფერ ფარდას შემოახვევს ცივი ზამთარი/

სუსხიან გრძნობებს, სიცივით და ყინვით გამთბარი

ახმურდება ჩუმი, უხმო, ბილწი ალქაჯი/

ჩაძირავს უხმო,  უსუსური მჟავე დღეები,

უგემურ აზრთა, უსასრულო  დროის მორევში.

კვამლში აბლანდავს თოვლისფერ თვალებს,

წვიმისფერ ხმებში, ახლართავს  თმებში…

გათენებამდე მოუყვება თოვლისფერ ზღაპარს.

არეულ ხმებში .

თოვლისფერი ხმით

 

fuck u………………………. : ( ივნისი 25, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 10:35 PM

ალბათ რაღაც მჭირს .. ალბათ მართლა ყველაფერი ჩემი ბრალია : )

აღარ ვიცი რა ვთქვა რა ვქნა რა ვიფიქრო

ისე ცუდად ვარ

ისეეე

ისეეე

ისეეე…

ნინნ….

post-59-1165833299


არ ვიცი შენს გამო რატომ ვტირი …

თავისით მოდიან ცრემლები

თავისით პოულობენ გზას..

იმდენი

იმდენი

იმდენი

ემოციაა ჩემში

ძალიან ცუდად ვარ ..

რას ვითხოვ?? არაფერს განსაკუთრებულს ..  ის პატარა, მცირედიც კი არავის ემეტება ჩემთვის .

არ ვიცი რა ვქნა . მართლა არ ვიცი : (

რატომ ხდება ასეთი რაღაცეები : (



ჰუჰ

………..

ბეეეეეეეეე…..  : (((( კიდე მეტირება : ***

წავედი

 

ივნისი 24, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 9:05 PM

აღვივსე შენით…
„მე“–დ ყოფილი „შენ“ გავხდი თითქოს…
დე, ასე იყოს!
შენად ყოფნა ნამდვილად მიჯობს,
დე, ასე იყოს!
მოჰყვება მთავარ არტერიას
გულის გავლით უზომო სითბო…

0e37f1bd1b61

 

მოგიკვდები :user: :cry: მაისი 29, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 10:50 PM

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს…
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

 

life….. მაისი 24, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 9:55 PM

http://www.vimeo.com/4798244

არაფერი .. 

 

Shprongle – Around the World in a Tea Daze მაისი 23, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 7:38 PM

თენდება უკვე… თენდება ლამაზად, მაგრამ ნელა.

მე კიდე როგორ მინდა მალე გათენდეს,

ყველაფერს მივედ მოვედე,

ყველაფერმა დამღალა..

ბოლოს ტელეფონი ავიღე, ჯერ სოლიტერ, მერე რადიო.. სურათები..

ბოლოს ამ სიმღერას მივადექი,

ამ დილა უთენია იმხელა ენერგიას მაძლევს, არ ვიცი რატომ მაგრამ რომ ვუსმენ თავი ვამპირი მმგონია. ვამპირზე გამახსენდა ბეთჰოვენი

გუშინ ვუყურე ერთი ადამიანის რჩევით   copying beethoven

კარქი ფილმია, კარქი იმ მხრივ რომ კარგადაა წარმოჩინებული ბეთჰოვენის ხასიათი .. პიროვნება .

არც მიკვირს ასეთი რთული და სასტიკი რომ იყო , ალბათ არ შეიძლება იყო აასეთი დიდი  და იყო ნორმალური … სტიქიასთან მიასოცირდება, თვითონ თავის თავის მუსიკით ..

ერთადერთი რაც არ მეყო ამ ფილმში იყო ის ქალი .. ბეთჰოვენს რომ უყვარსა.

დავფიქრდი იმაზე , როგორია სიყვარული რომელიც ანგრევს, ანადგურებს, აბოროტებს,

მიმზიდველია ერთი შეხედვით დამანგრეველი გრძნობები,..

ყველაფერი ლამაზია რაც ემოციასთანაა კავშირში ……

საიდან დავიწყე,

Shprongle….  რა შუაშია ეს მიმდინარეობა ..

და კონკრეტულად ეს სიმღერა ჩემთან არ ვიცი

მაააგრამ ძალიან ჩემია ..

ამ ბოლო დროს საიდან ვიწყებ და სად ვამტავრებ არ ვიცი ….

არეული ვარ ..

ვეღარ ვაკონტროლებ გრძნობებს , ემოციებს,

მჭირდება რაღაც

მაგრამ

რა ვერ ვხვდები :yes:

სიმყუდროვე მინდა..

მუსიკა დაბალ ხმაზე.

…….

მგონი ძაღლი მინდა..

პატარა

საყვარელი ლეკვი
: )

აი ახლას საიდან დავიწყე და სად მივდივარ …

ვსოოო……

 

ეგოისტი ვარ …. :user: მაისი 20, 2009

Filed under: ძველები .... — klubnikaa @ 8:40 PM

araferi ))