Klubnikaa's Blog

მე განდიდების მანია არ მჭირს, ეს დიად ადამიანებს არ ახასიათებთ!! :*

მოგიკვდები :user: :cry: მაისი 29, 2009

Filed under: 1 — klubnikaa @ 10:50 PM

ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
კლდენი ჩამორეცხონ ცრემლებმა,
შორიდან მოგიარონ მორიდებით,
სიტყვა ვერ შეგბედონ მდევრებმა.
ხვამლი და მთაშავა ჩამოზვავდეს,
მამულეთს გაჰქონდეს გოდება,
ქარაფებს გადავლებულ ამორძალზე,
უხმოდ გისამძიმრონ ლოდებმა.
ახლად გამოჩორკნილ სატივეზე,
ვეფინო უშენობით დაღლილი,
ბებერი რიონის ნაპირებზე,
ტკივილი დაყმუოდეს ძაღლივით.
დევკაცნი მიტატებდნენ მორიდებით,
მძიმედ მიითვლიდნენ ნაბიჯებს…
ისეთი სიკვდილით მოგიკვდები,
შენში უჩემობა გაგიჟდეს.

 

დატოვე კომენტარი